08 ოქტომბერი 2024,   02:17
ვრცლად
ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე 1600 წლის წინ ჩაძირული გემი აღმოაჩინეს

უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა ისრაელში. ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე 1600 წლის წინ ჩაძირული გემი აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, გემი ვაჭრებს ეკუთვნოდათ, რადგან მასზე ბრინჯაოს ქანდაკებები და მონეტები აღმოაჩინეს.

არტეფაქტები გვიან რომაულ პერიოდს განეკუთვნება და არქეოლოგების თქმით, მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა იმ პერიოდის ვაჭრობისა და ნაოსნობის შესახებ.

სავარაუდოდ, გემი შტორმის დროს ჩაიძირა. 16 საუკუნის შემდეგ ის ორმა მყვინთავმა აღმოაჩინა.

დღის ამბები