08 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
სამართალდამცველებმა 48 წლის ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ოკონორი უვნებელი იპოვეს

ჩიკაგოს პოლიციამ შინეიდ ოკონორის ძებნა შეწყვიტა. თითქმის ორ დღიანი გაუჩინარების შემდეგ სამართალდამცველებმა 48 წლის ირლანდიელი მომღერალი უვნებელი იპოვეს. მომღერალი ამჟამად მეგობრებთან იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინეიდ ოკონორის ძებნა ძალოვანებმა დღენახევრის წინ დაიწყეს, როდესაც სამართალდამცველებს მისმა მეგობრებმა მიმართეს. ის სახლიდან 15 მაისს დილის 6 საათზე გავიდა და მისი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.

გამოითქვა ვარაუდები, რომ მომღერალს შესაძლოა თავი მოეკლა ან ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა მიეღო. ამ დიაგნოზით ოკონორი 2015 წელს საავამდყოფოშიც მოხვდა.

შინეიდ ოკონორის გაუჩინარების დეტალებს არც პოლიცია და არც მისი მეგობრები ახმაურებენ.

დღის ამბები