08 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
შეტაკებებით დასრულებული დემონსტრაცია პარიზში - დაკავებულია აქციის 12 მონაწილე

შეტაკებებით დასრულდა დემონსტრაცია პარიზში - დაკავებულია აქციის 12 მონაწილე, რომლებიც პოლიციელებს აგურებსა და ბოთლებს ესროდნენ.

გამოსვლა პარიზში პროფკავშირის წევრებმა მოაწყვეს. ისინი შრომის ახალ კოდექსს აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვით, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის გადასახდელი თანხა მცირდება.

ამას გარდა, მარტივდება სამსახურიდან დათხოვნის პროცედურა. მთავრობის აზრით, რეფორმებმა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უნდა შეუწყოს ხელი.

დღის ამბები