08 ოქტომბერი 2024,   02:18
ვრცლად
დონალდ ტრამპი პუტინს ძლიერ ლიდერად მიიჩნევს

დონალდ ტრამპი არ ამართლებს რუსეთის პოლიტიკას აღმოსავლეთ უკრაინაში, თუმცა თვლის, რომ ვლადიმერ პუტინი ძლიერი ლიდერია.

განცხადება რესპუბლიკელმა კანდიდატმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში გააკეთა.

"ის ძლიერი ლიდერია, თუმცა მე არასოდეს მითქვამს კარგია ის, ცუდი თუ ნეიტრალური,"- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ის ვლადიმერ პუტინის მიერ მის შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, პირფერული შეფასებები პუტინს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში ვერ დაეხმარება.

რესპუბლიკელების კანდიდატმა ჩრდილო კორეის ლიდერთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნაც გამოთქვა. 

დღის ამბები