08 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
რუსული სამხედრო თვითმფრინავები უკვე მეორედ მიუახლოვდნენ ესტონეთის საჰაერო სივრცეს

ამ კვირაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები უკვე მეორედ მიუახლოვდნენ ესტონეთის საჰაერო სივრცეს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსულ ხომალდებს საიდენტიფიკაციო სიგნალი არ გადაუციათ და არც გაფრთხილებაზე რეაგირებდნენ.

მათ შესაჩერებლად ესტონეთის ავიაბაზიდან ორი ბრიტანული გამანადგურებელი გაგზავნეს, რომლებმაც რუსულ თვითმფრინავებს უკან დახევა აიძულეს.

ბოლოს მსგავსი შემთხვევა ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე 12 მაისს მოხდა. ბრიტანული ტაიფუნები ბალტიისპირეთის რეგიონში ერთი თვის წინ გაგზავნეს. ავიაგამანადგურებლები ნატოს მისიით საჰაერო პატრულირებას ახორციელებენ.

დღის ამბები