08 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
ჰილარი კლინტონმა ბერნი სანდერსი მორიგ პრაიმერიზზე მცირე სხვაობით დაამარცხა

ჰილარი კლინტონმა ბერნი სანდერსი მორიგ პრაიმერიზზე მცირე სხვაობით დაამარცხა. დემოკრატიული პარტიის კანდიდატთა შიდაპარტიული არჩევნები კენტუკისა და ორეგონის შტატებში ჩატარდა.

წინასწარი მონაცემებით, ყოფილ სახელმწიფო მდივანს კენტუკიში ამომრჩევლების 46,8 პროცენტმა დაუჭირა მხარი, ბერნი სანდერს კი 46,3 პროცენტის მხარდაჭერა აქვს.

რაც შეეხება ორეგონის შტატს, აქ გამარჯვება სანდერსმა მოიპოვა, მან ხმების 52,7 პროცენტი მოაგროვა.

საერთო ჯამში დემოკრატ კანდიდატებს შორის ჰილარი კლინტონი ლიდერობს. მას დელეგატების 94 პროცენტი უჭერს მხარს, რაც პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისთვის ხმების საკმარისი რაოდენობაა.

დღის ამბები