08 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
ვარდისფერი ბრილიანტი ჟენევაში სოთბის აუქციონზე 31 მილიონ 460 ათას დოლარად გაიყიდა

ვარდისფერი ბრილიანტი ჟენევაში სოთბის აუქციონზე 31 მილიონ 460 ათას დოლარად გაიყიდა.

საუბარია იშვიათ ქვაზე, რომლის წონაც 15,38 კარატია. საწყისი ფასი 28 მილიონი დოლარი იყო, ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ ვაჭრობისას ფასი 38 მილიონ დოლარამდე გაიზრდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

უნიკალური ვარდისფერი ბრილიანტი ანონიმმა მყიდველმა შეიძინა, რომელიც აუქციონში ტელეფონის საშუალებით მონაწილეობდა. ასევე უცნობია იმ პირის ვინაობა, რომელმაც ბრილიანტი გასაყიდად აუქციონზე გაიტანა.

დღის ამბები