08 ოქტომბერი 2024,   02:18
ვრცლად
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ნადია სავჩენკოს ექსტრადირების შესახებ საბუთები უკვე მიიღო

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ნადია სავჩენკოს ექსტრადირების შესახებ საბუთები უკვე მიიღო. მინისტრის განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტაციის სამუშაო განხილვის პროცესი უწყებაში უკვე დაწყებულია.

მოსკოვსა და კიევს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ნადეჟდა სავჩენკო, რომელსაც რუსეთის სასამართლომ 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, უკრაინაში გასამართლებულ ორ რუს აგენტზე უნდა გადაცვალონ.

რუსეთის იუსტიციის მინისტრი კი აცხადებს, რომ სავჩენკოს საქმეზე მუშაობის დაწყების მიუხედავად, უკრაინაში გასამართლებული რუსეთის მოქალაქეებისგან მის უწყებას ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა არ მიუღია.

ალექსანდრე კონოვალოვის თქმით, ეს სამმხრივი გარიგებაა და ვიდრე ეროფეევი და ალექსანდროვი შესაბამისი მოთხოვნით სამინისტროს არ მიმართავენ, პროცესის დაწყება შეუძლებელი იქნება.

დღის ამბები