08 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
ხვალ ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან

ხვალ ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. შეხვედრის დღის წესრიგი დღეს ჟურნალისტებს ალიანსის გენერალურმა მდივანმა გააცნო. იგეგმება მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის ხელმოწერა, რომლის რატიფიცირებაც წევრმა ქვეყნებმა უნდა მოახდინონ. იენს სტოლტენბერგის განცხადებით ეს მოწმობს, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკას განაგრძობს. 

"ხვალ მონტენეგროს ნატო-ში მიღების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება აჩვენებს, რომ ნატო-ს კარი რჩება ღია. ჩვენ ვაგრძელებთ მეორე ასპირანტ ქვეყანასთან-საქართველოსთან მუშაობას. დარწმუნებილი ვარ, რომ ვარშავის სამიტი აღიარებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს და კვლავ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებას ვუზრუნველყოთ საქართველოსთვის ძლიერი პოლიტიკური, პრაქტიკული მხარდაჭერა და თანამშრომლობა რომ განახორციელოს რეფორმები, შექმნას ინსტიტუტები და გააძლიეროს შესაძლებლობები შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის. არაერთხელ განვაცხადე მოკავშირეებთან, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პოლიტიკური მხარდაჭერა. ასე რომ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, დაიცავთ მის უფლებას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და დავეხმარებით ნატო-ს წევრობასთან დაახლოებაში" - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

დღის ამბები