08 ოქტომბერი 2024,   02:17
ვრცლად
სპეცოპერაცია მოსკოვში-მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს

მოსკოვში პირველი მაისის ქუჩაზე მდეგაბრე ერთ-ერთ ბანკში მძევლები აიყვანეს. შეიარაღებულ პირს ამ წუთებში 8-მდე ადამიანი ყავს დატყვევებული. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ამ ეტაპზე 5 მათგანი გაათავისუფლა. შენობაში სავარაუდოდ კიდევ 3 მძევალი იმყოფება.

ინფორმაციას ამის შესახებ НТВ ავრცელებს. როგორც ცნობილია პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიას ალყა შემოარტყა, ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები მძევლების გათავისუფლების მიზნით და ადგილზე გამოძახებულია სპეცრაზმი.

НТВ-ს ინფორმაციით შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. შეიარაღებული მამაკაცი ბანკში შევიდა და ფული მოითხოვა რა დროსაც ბანკის თანამშრომლებმა საგანგაშო სიგნალს დააჭირეს, დამნაშავემ კი ისინი მძევლად აიყვანა. 

 

 

 

დღის ამბები