08 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
ეგვიპტური ავიაკომპანია "EGYPTAIR"-ის კუთვნილი თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტური ავია კომპანია EGYPTAIR-ის თვითმფრინავი Airbus a-320 რადარებიდან გაუჩინარდა. ამის შესახებ Twitter-ზე ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს.

რეისი 804 პარიზიდან ქაიროს მიმართულებით სრულდებოდა და ის ეგვიპტის საჰაერო სივრცეში შესვლამდე, ხმელთაშუა ზღვის თავზე გაუჩინარდა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ქვეყნის ხელისუფლება და სამძებრო სამუშაოების დაწყების შესახებ ბრძანება უკვე გაიცა.

თვითმფრინავში 59 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ბოლო 24 საათის განმავლობაში მეხუთე რეისს ასრულებდა. ავია კომპანია დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. 

დღის ამბები