08 ოქტომბერი 2024,   02:18
ვრცლად
შრი ლანკაში სამდღიან გადაუღებელ წვიმებს 150-მდე ადამიანი შეეწირა

შრი ლანკაში სამდღიან გადაუღებელ წვიმებს, მინიმუმ, 150-მდე ადამიანი შეეწირა, მსხვერპლი რამდენიმე მეწყერს მოჰყვა. ამ დრომდე მხოლოდ 17 ცხედარია ნაპოვნი. დანარჩენი დაღუპულების მიგნება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

სამაშველო სამუშაოებში ნავები და ვერტმფრენებიც არის ჩართული. სტიქიამ 200 ათასზე მეტ ადამიანს სახლების მიტოვება აიძულა.

სახლ-კარის გარეშე დარჩენილები თავს ბუდისტურ ტაძრებს აფარებენ, სადაც ისინი ქვეყნის პრეზიდენტმა მოინახულა.

დღის ამბები