08 ოქტომბერი 2024,   02:18
ვრცლად
უვიზო რეჟიმის სანაცვლოდ, ევროკავშირი თურქეთისგან ანტიტერორისტული კანონის შეცვლას მოითხოვს

უვიზო რეჟიმის მინიჭების სანაცვლოდ, ევროკავშირი თურქეთისგან კვლავ ანტიტერორისტული კანონის შეცვლას მოითხოვს. ამ საკითხზე მოლაპარაკების მიზნით სტამბოლში ევროპარლამენტარების დელეგაცია იმყოფებოდა.

ევროპელი კანონმდებლები იმედოვნებენ, რომ ოფიციალური ანკარა ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო 72-ვე კრიტერიუმს დააკმაყოფილებს. მოთხოვნებს შორისაა ცვლილებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კანონშიც, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

დასავლეთში ფიქრობენ, რომ ამ კანონს ანკარა კრიტიკული აზრის ჩასახშობად და მედიის თავისუფლების შეზღუდვისთვის იყენებს.

დღის ამბები