08 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
გუამის ავიაბაზაზე კატასტროფა განიცადა ამერიკულმა ბომბდამშენმა

გუამის ავიაბაზაზე კატასტროფა განიცადა ამერიკულმა ბომბდამშენმა. ბორტზე ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა და ყველა მათგანი გადარჩა. მათ სამხედროებმა ბორტის დატოვება დროულად მოასწრეს.

B 52 ტიპის ბომბდამშენი საწვრთნელ მისიაში მონაწილეობდა, როდესაც ბაზაზე ჩავარდა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

B 52 ტიპის ბომბდამშენი 40 წელია ამერიკის შეიარაღებაშია და ქვეყნის სტრატეგიული ბომბდამშენებს შორის, დღემდე ლიდერად ითვლება.

დღის ამბები