08 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
"Airbus A320, სავარაუდოდ, ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა" - ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრი

ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გაუჩინარებულ სამგზავრო თვითმფრინავს ეძებენ. ეგვიპტური ავიაკომპანიის EGYPTAIR-ის კუთვნილი Airbus პარიზიდან კაიროში მიფრინავდა.

ლაინერი ხმელთაშუა ზღვის თავზე იმყოფებოდა, როდესაც ის რადარიდან გაუჩინარდა. ბორტზე 56 მგზავრი, ეკიპაჟის 7 წევრი და უსაფრთხოების სამსახურის სამი წარმომადგენელი იმყოფებოდა.

სამძებრო სამუშაოებში ეგვიპტისა და საბერძნეთის შეიარაღებული ძალები არიან ჩართული. ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის განცხადებით, სავარაუდოდ თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა.

ავიაკომპანიამ დახმარების სიგნალი ბორტიდან გაუჩინარებდე მიიღო. ანალოგიური სიგნალი გადაიცა ორი საათის შემდეგაც, თუმცა ის, სავარაუდოდ, დაკარგული თვითმფრინავიდან არ იყო.

დღის ამბები