08 ოქტომბერი 2024,   02:19
ვრცლად
მედია ეგვიპტის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის ადგილს ასახელებს

მედია ეგვიპტური ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის ადგილს ასახელებს. სამგზავრო Airbus-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა, სავარაუდოდ, ეგვიპტის საჰაერო სივრცეში, საბერძნეთის კუნძულ კარპატოსის მახლობლად განიცადა.

გაუჩინარებულ თვითმფრინავს ხმელთაშუა ზღვაში ამ დრომდე ეძებენ. ოპერაციაში ეგვიპტისა და საბერძნეთის შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ. რეგიონში სამაშველო ჯგუფების გაგზავნას გეგმავს საფრანგეთიც.

ავიაკომპანია EGYPTAIR-ის კუთვნილი Airbus პარიზიდან კაიროში მიფრინავდა და მის ბორტზე 56 მგზავრი, ეკიპაჟის 7 წევრი და უსაფრთხოების სამსახურის სამი წარმომადგენელი იმყოფებოდა.

ეგვიპტური მხარე მომხდართან დაკავშირებით არც ერთ ვერსიას, მათ შორის ტერაქტსაც, არ გამორიცხავს.

დღის ამბები