08 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
"Airbus 320"-ის კატასტროფა-ეგვიპტის ხელისუფლება მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად ტერაქტს განიხილავს

რა გახდა ეგვიპტური ავიაკომპანია EGYPTAIR-ის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი კვლავ უცნობია - ავიაკატასტროფის ზუსტი ადგილის დასადგენად სამძებრო სამუშაოები ხმელთაშუა ზღვაში ამ დრომდე მიმდინარეობს. 

სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან ეგვიპტის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. კონტაქტის დაკარგვამდე 10 წუთით ადრე კი ეკიპაჟი ბერძენ დისპეტჩერებს ესაუბრა, თუმცა პრობლემის არსებობის შესახებ არაფერი უთქვამს.

მომხდარის ერთ-ერთ მთავარ ვერსიად ეგვიპტის ხელისუფლება ტერაქტს განიხილავს.

საბერძნეთის თავდაცვის უწყებაშიც ადასტურებენ, რომ Airbus 320-მა რადარებიდან გაუჩინარებამდე რამდენიმე მკვეთრი მანევრი შეასრულა და სიმაღლე სწრაფად დაკარგა. ასეთი ტრაექტორიის გამო, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პილოტების კაბინაში უჩვეულო ინციდენტი მოხდა.

თვითმფრინავი რეისს პარიზიდან კაიროს მიმართულებით ასრულებდა, ბორტზე კი 66 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 3 ბავშვი. მგზავრების უმეტესობა ეგვიპტისა და საფრანგეთის მოქალაქეები იყვნენ.

ავტორი: ნინო დვალიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები