08 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
საბერძნეთი უარყოფს, რომ EgyptAir-ის თვითმფრინავის ნაწილებს მიაგნეს

ავიაკომპანია EgyptAir-ის ვიცე პრეზიდენტის განცხადებას, რომ თითქოს Airbus A 320-ის ნაწილებს საბერძნეთის კუნძულთან მიაგნეს, ოფიციალური საბერძნეთი უარყოფს. მათი თქმით, ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. 

განცხადება ამის შესახებ CNN-ის ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში გაავრცელა. 

მანამდე კი, ამავე ტელეკომპანიის ეთერში EgyptAir-ის ვიცე პრეზიდენტმა, აჰმედ ადელიმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნაწილებს მიაგნეს.  

Airbus A 320-ში 66 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის, 56 მგზავრი, ეკიპაჟის 7 წევრი და დაცვის 3 თანამშრომელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები