08 ოქტომბერი 2024,   02:17
ვრცლად
Airbus A 320-ის სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება

ეგვიპტური ავია ლაინერის, Airbus A 320-ის სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის ისევ გრძელდება. პროცესში ჩართულია ეგვიპტის სამოქალაქო ავიაცია, არმიის სამაშველო ცენტრი და საზღვაო ძალები.

რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რეის 804-ის ნაწილები ხმელთაშუა ზღვაში აღმოაჩინეს, საბოლოოდ არ დადასტურდა. ამის შესახებ მედიას კომპანია EgyptAir-ის პრეზიდენტმა განუცხადა.

ეგვიპტის ავიაციის მინისტრის განცხადებით, ტექნიკური პრობლემები კატასტროფის მიზეზად გამოირიცხება და მომხდარი უფრო ტერორისტულ აქტს გავს.

ეგვიპტური ავია ლაინერი რეისს პარიზიდან ქაიროს მიმართულებით ასრულებდა, რომელიც ეგვიპტის საჰაერო სივრცეში გაუჩინარდა. ბორტზე 66 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი იმყოფებოდა.

დღის ამბები