08 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
თურქეთის მმართველმა პარტიამ ახალი პრემიერმინისტრის პოსტზე ბინალი ილდიმირი წარადგინა

თურქეთის მმართველმა პარტიამ ახალი პრემიერმინისტრის პოსტზე ბინალი ილდიმირი ოფიციალურად წარადგინა. ის ამჟამად ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრია და პირობას დებს, რომ ტერორიზმის საფრთხეებს შეებრძოლება.

ახალი მინისტრთა კაბინეტი თურქეთში ორშაბათს დასახელდება. მანამდე კი პოსტიდან მიმავალი პრემირი დავუთოღლუ ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო.

მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ თვის დასაწყისში განაცხადა. მიზეზად მასსა და პრეზიდენტ ერდოღანს შორის უთანხმოება სახელდება.

დღის ამბები