08 ოქტომბერი 2024,   02:19
ვრცლად
დაკარგული Airbus A 320 - მომხდარს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან

დაკარგული ეგვიპტური ავია ლაინერის ეკიპაჟის და მგზავრთა ოჯახის წევრებს თანაუგრძნო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი ყველას მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან.

მომხდარის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმაც განაცხადა, რომ ეს ტერორისტული აქტი იყო.

ვაშინგტონი კონკრეტული ვერსიებისგან თავს იკავებს, თუმცა თეთრი სახლი ავიაციაზე ტერორისტული დარტყმის საკუთარ გამოცდილებას იხსენებს.

შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ეგვიპტის ხელისუფლებას სამძებრო სამუშაოებში დახმარებას გაუწევს. პარალელურად, უსაფრთხოების ზომები მკაცრდება შტატების დიდ აეროპორტებში.

ეგვიპტური ავია ლაინერის, Airbus A 320-ის სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის ისევ გრძელდება. ის რეისს პარიზიდან ქაიროს მიმართულებით ასრულებდა, რომელიც ეგვიპტის საჰაერო სივრცეში გაუჩინარდა. ბორტზე 66 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი იმყოფებოდა.

დღის ამბები