08 ოქტომბერი 2024,   02:19
ვრცლად
რუსეთში საჰარო ძალების მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

რუსეთში საჰარო ძალების მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. სწავლება კრასნოდარის ოლქში მიმდინარეობს. სამხედროები პოლიგონზე ანტი საჰაერო სისტემებისა და საზენიტო დანადგარების გამოყენებას სწავლობენ.

სცენარის თანახმად, ქვედანაყოფი საჰაერო თავდასხმას იგერიებს. სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყებას ინფორმაცია წინასწარ არ გაუხმაურებია.

მოსკოვში სწავლებების გააქტიურებას რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს პოტენციალის გაძლიერებას უკავშირებენ და საპასუხოდ სამხრეთ სამხედრო ოლქში 4 ახალ დივიზიას აყალიბებენ.

დღის ამბები