08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ხმელთაშუა ზღვაში ეგვიპტური ლაინერის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს

ხმელთაშუა ზღვაში ეგვიპტური ლაინერის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. ოპერაციაში 7 ქვეყნის სამაშველო ჯგუფებია ჩართული. ჯერ ჯერობით არ დასტურდება ინფორმაცია, რომ ლაინერის ფრაგმენტები საბერძნეთის სანაპიროსთან აღმოაჩინეს. ბერძენი ექსპერტების განცხადებით, ცისფერი და თეთრი ფერის ლითონის ფრაგმენტების შესწავლისას მათ ვერ აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ ისინი გაუჩინარებულ თვითმფრინავს ეკუთვნის.

ეჯიპთ ეარის კუთვნილი ეარბას 320, რომელიც რეისს პარიზიდან კაიროს მიმართულებით ასრულებდა, რადარებიდან გუშინ გაქრა. ბორტზე 66 ადამიანი იმყოფებოდა. ვარაუდობენ, რომ ლაინერი ზღვაში ჩავარდა. ეგვიპტეში აცხადებენ, რომ გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის ყველაზე აქტუალური ტერაქტის ვერსიაა.

დღის ამბები