08 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ხმელთაშუა ზღვაში გაუჩინარებული Airbus A 320-ის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

ხმელთაშუა ზღვაში გაუჩინარებული ეგვიპტური თვითმფრინავის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ეგვიპტის სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, ლაინერის ნაწილი ალექსანდრიას სანაპიროდან 290 კილომეტრშია აღმოჩენილი.

ძებნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მაშველები ავიაციის დახმარებით ლაინერის ფრაგმენტებსა და შავ ყუთებს ეძებენ. ოპერაციაში 7 ქვეყნის სამაშველო ჯგუფებია ჩართული.

EgyptAir-ის კუთვნილი Airbus A 320, რომელიც რეისს პარიზიდან კაიროს მიმართულებით ასრულებდა, რადარებიდან გუშინ გაქრა. ბორტზე 66 ადამიანი იმყოფებოდა.

ეგვიპტეში აცხადებენ, რომ გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, გამოძიება ტერაქტის ვერსიასაც განიხილავს.

დღის ამბები