08 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
უკრაინის პარლამენტის შენობა კვამლშია გახვეული

უკრაინის პარლამენტის შენობა კვამლშია გახვეული. რადასთან უკრაინელი ნაციონალისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო კორპუსის და აზოვის ბატალიონის ათასობით წარმომადგენელია შეკრებილი. ისინი მოუწოდებენ დეპუტატებს არ დაუშვან აღმოსავლეთ უკრაინაში არჩევნების ჩატარება ვიდრე დონეცკისა და ლუგანსკის დეოკუპაცია არ მოხდება და სახელმწიფო საზღვარზე კიევი კონტროლს არ აღადგენს.

ამ მოთხოვნით დემონსტრანტებმა კიევის ქუჩებში მსვლელობაც მოაწყვეს, რადასთან შეკრების შემდეგ კი საკვამლე ყუმბარები გაუშვეს. არჩევნები დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულმა მმართველებმა 2016 წლის 24 ივლისისთვის დაგეგმეს

დღის ამბები