08 ოქტომბერი 2024,   02:22
ვრცლად
პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი პარიზის სასამართლოს წინაშე წარსდგა

პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი პარიზის სასამართლოს წინაშე წარსდგა. სალეჰ აბდესლამი მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან სასამართლოს შენობაში გაძლიერებული დაცვის თანხლებით გადაიყვანეს. ბელგიიდან ექსტრადირების შემდეგ აბდესლამი დღეს პირველად აძლევს ჩვენებას ფრანგ გამომძიებლებს. მისი ადვოკატის განცხადებით, დაკითხვა სავარაუდოდ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

გამოძიების ვერსიით, სალეჰ აბდესლამი 13 ნოემბრის ტერაქტების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია. ეჭვმიტანილი თავდასხმების შემდეგ ბელგიაში გაიქცა, სადაც ის ოთხ თვიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. ბელგიის გამოძიებისთის მიცემული ჩვენების დროს აბდესლამმა განაცხადა, რომ მას არც პარიზის და არც ბრიუსელის ტერაქტებთან კავშირი არ აქვს.

დღის ამბები