08 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მარი ლე პენი ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების პირობას დებს

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მარი ლე პენი ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების პირობას დებს. განცხადება პარტია ნაციონალური ფრონტის ლიდერმა ტელეკომპანია Russia Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ლე პენი, რომელიც ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის მხარდაჭერით გამოირჩევა, ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მისი პარტია არასდროს უჭერდა მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება მარი ლე პენმა თებერვალში გააკეთა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიისთვის დაფინანსების თხოვნით ისევ რუსეთს მიმართავს.

დღის ამბები