08 ოქტომბერი 2024,   02:19
ვრცლად
“საქართველომ დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი,"-დიმიტრის ავრამოპულოსი ვიზალიბერალიზაციაზე საუბრობს

მიგრანტების კრიზისის გამო ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს წინადადებების ახალი პაკეტი წარუდგინა, რომელიც უვიზო რეჟიმის შეჩერების არსებულ მექანიზმებს ამარტივებს. დოკუმენტი რიგგარეშე სხდომაზე უკვე განიხილეს და მხარიც დაუჭირეს. საბოლოო გადაწყვეტილება კი ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს.

“ახალი მექანიზმი გვთავაზობს უფრო მეტ საფუძველს უვიზო მიმოსვლის გასაუქმებლად. ასევე მოიცავს მონიტორინგის მუდმივ სისტემას, რომ ქვეყნებმა განაგრძონ საჭირო კრიტერიუმების შესრულება. ეს მექანიზმი უფრო სწრაფია და კომისიას თავად შეუძლია გადაწყვიტოს მისი ამოქმედება. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას, საქართველომ, უკრაინამ თურქეთმა და კოსოვომ უკვე მიაღწიეს პროგრესს მოთხოვნების დაკმაყოფილების თვალსაზრისით. ჩვენ წევრი ქვეყნები ვართ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი და ველით მათგან ყველა უმთავრესი პირობის შესრულებას," - განაცხადა უსაფრთხოებისა და იუსტიციის საკითხებში ნიდერლანდების სახელმწიფო მდივანმა კლაას დიჯკოფიმ.

საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში მიგრაციის ევროკომისრის, დიმიტრის ავრამოპულოსი თქმით საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და ახლა ჯერი ევროსაბჭოზეა.

“საქართველომ დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი. ახლა საბჭოსა და პარლამენტზეა დამოკიდებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. შეჩერების მექანიზმი ყველა ქვეყნის მიმართ თანაბრად იქნება გამოყენებული. ის უშუალოდ უკავშირდება უვიზო რეჟიმით გათვალისწინებული პირობების დარღვევას და უსაფრთხოებას,“-განაცხადა ავრამოპულოსმა.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე.

დღის ამბები