08 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
სროლა თეთრ სახლთან - უსაფრთხოების სამსახურმა შეიარაღებულ მამაკაცს გაუხსნა ცეცხლი

სროლა თეთრ სახლთან. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა პრეზიდენტის რეზიდენციის შესასვლელთან შეიარაღებულ მამაკაცს გაუხსნეს ცეცხლი. ის საავადმყოფოში კრიტიკულ მედგომარეობაში გადაიყვანეს.

ეჭვმიტანილს სამართალდამცველებმა მას შემდეგ ესროლეს, რაც ის შენობის მახლობლად მდებარე საგუშაგოს იარაღით ხელში მიუახლოვდა.

ინციდენტის შემდეგ პოლიციამ თეთრი სახლის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა და შეზღუდვა მხოლოდ უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ მოხსნა.

ცნობილია, რომ სროლის დროს ბარაკ ობამა რეზიდენციაში არ იმყოფებოდა. იქ ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი მუშაობდა. 

დღის ამბები