08 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
თურქეთში პარლამენტის დეპუტატებს იმუნიტეტი მოეხსნებათ

თურქეთის ოპოზიცია პარლამენტს ახალი კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებს, რომელიც დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნას ითვალისწინებს.

მმართველი გუნდის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ერდოღანის გუნდმა კანონი განსხვავებული აზრის ჩასახშობად და ქურთთა მხარდამჭერი პარტიის საწინააღმდეგოდ მიიღო.

ოპოზიციის წევრები შიშობენ, რომ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ისინი ქურთი ხალხის უფლებების დაცვის გამო სამართლებრივი დევნის ობიექტები გახდებიან.

ამ ეტაპზე გენერალურ პროკურატურას პარლამენტში 138 დეპუტეტისთვის იმუნიტეტის გაუქმების მოთხოვნა აქვს წარდგენილი.

კენჭისყრა თურქეთის პარლამენტში გუშინ შედგა. დეპუტატებისთბის იმუნიტეტის გაუქმებას 376-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი. კანონპროექტი უკვე გადაეგზავნა პრეზიდენტს ხელმოსაწერად.

დღის ამბები