08 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
იჯიფთ ეარის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის ახალი დეტალები

კომპანია იჯიფთ ეარის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის ახალი დეტალები ვრცელდება.  

გავრცელებული ცნობით, ლაინერის ჩამოვარდნამდე სალონში გაკვამლიანების განგაში ჩაირთო. თავდაპირველად დეტექტორი თვითმფრინავის ერთ-ერთ ტუალეტში, ერთი წუთის შემდეგ კი რადიოელექტრონულ განყოფილებაში ამოქმედდა.

ეარბასთან კავშირი განგაშის ჩართვიდან 4 წუთში გაწყდა. ამის გამო ექსპერტები ფიქრობენ, რომ ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზს შორის ტექნიკური გაუმართაობა არ უნდა გამოირიცხოს.

კომპანია იჯიფთ ეარის კუთვნილი ეარბას-320 პარიზიდან კაიროში მიფრინავდა, ბორტზე კი 12 ქვეყნის 66 მოქალაქე იმყოფებოდა. თვითმფრინავის ფრაგმენტები და ცხედრები ნაწილები სამაშველო ჯგუფებმა ხმელთაშუა ზღვაში იპოვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები