08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ერაყის ხელისუფლებამ ბაღდადში კომენდანტის საათი გამოაცხადა

ერაყის ხელისუფლებამ ბაღდადში კომენდანტის საათი გამოაცხადა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დედაქალაქის მწვანე ზონაში საპროტესტო გამოსვლები მასობრივ არეულობასა და ქაოსში გადაიზარდა.

ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო მომიტინგეებმა პარლამენტის შენობასა და პრემიერის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

შეტაკებას მსხვერპლიც მოჰყვა - დაღუპულია სამი ადამიანი, 25 დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დღის ამბები