08 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ინდოეთში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ინდოეთში გაუსაძლისი სიცხეებია. ჰაერის ტემპერატურამ ქვეყანაში რეკორდულ მაჩვენებელს, 51 გრადუსს მიაღწია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონებშია.

მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსზე ზევით მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, ამიტომ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ასეთი სიცხეები ინდოეთში 1956 წლის შემდეგ არ ყოფილა. გვალვის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები