08 ოქტომბერი 2024,   02:18
ვრცლად
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს რუსეთთან ახალი ცივი ომი არ სურს

"ნატო-ს არ სურს რუსეთთან ახალი ცივი ომი და ღია დიალოგის მომხრეა," - აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი.

ნატო-სა და რუსეთის ურთიერთობაზე იენს სტოლტენბერგმა პოლონური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.

მისი თქმით, მოცემულ მომენტში ალიანსი გარდაუვალ საფრთხეს რუსეთის მხრიდან ვერ ხედავს, თუმცა არსებული ურთიერთობები არც სტრატეგიულ პარტნიორობას წარმოადგენს და არც ღია კონფრონტაციაა, რადგან ახალი ცივი ომის დაწყება არავის სურს.

ალიანსის ხელმძღვანელი ევროპაში ნატო-ს პოტენციალის გაძლიერებას რუსეთის მიერ შეიარაღებულ ძალებში განხორციელებული ინვესტიციებით ხსნის და განმარტავს, რომ ალიანსი მხოლოდ ამ გამოწვევებს პასუხობს, აძლიერებს თავდაცვას, ესკალაციის თავიდან აცილებას ცდილობს და ღია დიალოგის მომხრეა.

თავის მხრივ მოსკოვში აცხადებენ, რომ ალიანსი რუსეთთან ნორმალური თანამშრომლობის აღდგენისთვის მზად არ არის.

დღის ამბები