08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
კოსოვოში ისლამური სახელმწიფოს წევრები გაასამართლეს

კოსოვოში ისლამური სახელმწიფოს წევრები გაასამართლეს. ტერორიზმის ბრალდებით სასამართლოს წინაშე 7 ბრალდებული წარსდგა.

გამოძიება მათ ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირსა და დაჯგუფებაში ახალი წევრების გადაბირებას ედავებოდა.

სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია და მათ რვიდან-ათ წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

პოლიციის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ისლამურ სახელმწიფოს 300 კოსოვოელი შეუერთდა და სირიაში საბრძოლველად გაემგზავრა. ძალოვანებს ISIS-თან კავშირის ბრალდებით 100-ზე მეტი დაკავებული ჰყავთ.

 

 

ფოტო არქივიდან 

დღის ამბები