08 ოქტომბერი 2024,   02:22
ვრცლად
ეგვიპტეში ჩამოვარდნილ თვითმფრინავთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ეგვიპტის თავდაცვის სამინისტრომ კომპანია იჯიფთ ეარის კუთვნილი თვითმფრინავის ფრაგმენტების პირველი ვიდეომასალა გაავრცელა.

ლაინერის ნაწილები და სხვადასხვა ნივთები სამაშველო ჯგუფებმა ხმელთაშუა ზღვაში სამძებრო სამუშაოების დროს იპოვეს. გამომძიებლებმა დაადასტურეს ისიც, რომ ჩამოვარდნამდე ბორტზე კვამლის დეტექტორი ამოქმედდა.

თავდაპირველად ის ერთ-ერთ საპირფარეშოში, ერთი წუთის შემდეგ კი რადიოელექტრონულ განყოფილებაში ჩაირთო, თუმცა მიზეზი უცნობია. ლაინერთან კავშირი განგაშის გააქტიურებიდან 3 წუთში გაწყდა.

სამაშველო ჯგუფებს ეარბას 320-ის შავი ყუთები ჯერჯერობით არ უპოვიათ.

დღის ამბები