08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფო" თანამოაზრეებს თავდასხმების მოწყობისკენ მოუწოდებს

რადიკალი ისლამისტების მორიგი მუქარა. დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ ახალი აუდიო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც თანამოაზრეებს შეერთებულ შტატებსა და ევროპაში თავდასხმების მოწყობისკენ მოუწოდებს. ტერაქტებს ისლამისტი მებრძოლები მუსლიმების წმინდა თვეს რამადანის პერიოდში გეგმავენ, რომელიც ივნისში იწყება.

დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას გეგმავს ვაშინგტონიც. ამ მიზნით ახლო-აღმოსავლეთში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მეთაური სირიაში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა და სირიის ოპოზიციის არმიის წარმომადგენლებს შეხვდა.

დღის ამბები