08 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
ავსტრიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ავსტრიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ქვეყნის პირველი პირის თანამდებობა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა დაიკავა. მწვანეთა პარტიის ყოფილი ლიდერი არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობდა. მან მეორე ტურში მთავარი კონკურენტი, მემარჯვენე პარტიიდან თითქმის ერთ პროცენტიანი სხვაობით დაამარხა.

ავსტრიის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პოლიტიკოსმა, რომელიც არც ერთ მთავარ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს.

ექსპერტების განცხადებით, ბელენის გამარჯვება მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით ავსტრიელების დამოკიდებულებას გამოხატავს. ახლადარჩეული პრეზიდენტი მიგრანტების დახმარების მომხრეა და ევროპას ერთიანობისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები