08 ოქტომბერი 2024,   02:22
ვრცლად
საბერძნეთში მიგრანტების ყველაზე დიდი ბანაკის ევაკუაცია მიმდინარეობს

საბერძნეთში მიგრანტების ყველაზე დიდი ბანაკის ევაკუაცია მიმდინარეობს - იდომენის ბანაკიდან, რომელიც მაკედონიის საზღვართან მდებარეობს, სამართალდამცველებს არალეგალები სპეციალურად მათთვის აგებულ ბანაკებში გადაჰყავთ.

იდომენში 8 ათას 500-მდე მიგრანტი იმყოფება, მათი ევაკუაციისთვის ადგილზე 200 პოლიციელია მობილიზებული.

მიგრანტების გადასახლების გადაწყვეტილება საბერძნეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც თებერვალში, არალეგალების ჯგუფმა მაკედონიის სასაზღვრო პუნქტი შტურმით აიღეს და საზღვარი გადაკვეთეს. ორი კვირის შემდეგ ისინი მაკედონიამ საბერძნეთში დააბრუნა. 

დღის ამბები