08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ავიაკატასტროფა ჰავაიზე - კაუაის კუნძულზე სქაიდაივერების თვითმფრინავი ჩამოვარდა

მსხვერპლი მოჰყვა ავიაკატასტროფას ჰავაიზე - კაუაის კუნძულზე სქაიდაივერების თვითმფრინავი ჩამოვარდა. პოლიციის ინფორმაციით, ექსტრემალები მორიგი მანევრების შესასრულებლად მიემგზავრებოდნენ, თუმცა თვითმფრინავი აფრენისთანავე ჩამოვარდა.

ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა. აქედან ორი ინსტრუქტორი, ორი კი მოხალისე იყო. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფია მობილიზებული. სპეციალისტები კატასტროფის მიზეზის დადგენაზე მუშაობენ.

დღის ამბები