08 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარება კვლავ დაძაბულია

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარება კვლავ დაძაბულია - ოფიციალური კიევი პრორუს სეპარატისტებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს.

ანტიტერორისტული ოპერაციების შტაბში აცხადებენ, რომ მებრძოლებმა იერიში მიიტანეს სამთავრობო ძალების პოზიციებზე ავდეევკისა და მარიუპოლის მიმართულებით, თუმცა არმიამ თავდასხმა მოიგერია. ბოლო სამი დღეა სეპარატისტები დომბასში უკრაინულ საგუშაგოებზე ინტენსიურ შეტევებს ახორციელებენ.

ოფიციალური მონაცემით, იერიშების შედეგად 7 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა. უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არმიისთვის ეს ყველაზე დიდი დანაკარგია.

დღის ამბები