08 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
თურქეთის მორიგი გაფრთხილება ევროკავშირს

თურქეთის მორიგი გაფრთხილება ევროკავშირს - რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ თუ ევროკავშირი ოფიციალურ ანკარას ივნისის ბოლომდე უვიზო რეჟიმს არ მიანიჭებს, პარლამენტი მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას დაბლოკავს.

პრეზიდენტის თქმითვე, ევროკავშირს არც დაპირებული თანხა გამოუყვია.

ხელშეკრულების თანახმად, თურქეთმა უვიზო რეჟიმი საბერძნეთიდან დეპორტირებული არალეგალების შეფარების სანაცვლოდ უნდა მიიღოს, თუმცა ბრიუსელში აცხადებენ, რომ ქვეყანას ყველა კრიტერიუმი ჯერ არ დაუკმაყოფილებია.

ევროკავშირი ვიზა ლიბერალიზაციამდე ანკარისგან ანტიტერორისტული კანონის შეცვლას მოითხოვს, რასაც თურქეთის ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები