08 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
ნიუ მექსიკოს შტატში დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია არეულობით დასრულდა

არეულობით დასრულდა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია ნიუ მექსიკოს შტატში - დემონსტრანტებმა იმ შენობაში შეჭრა სცადეს, სადაც მილიარდერი კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავდა.

მათ ქუჩებში საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს, შემდეგ კი ყრილობათა ცენტრის შესასვლელი კარი შეამტვრიეს. შემთხვევის ადგილიდან მომიტინგეების გაყვანას პოლიციელები შეეცადნენ, რასაც ჩხუბი მოყვა.

ტრამპის მოწინააღმდეგეებმა სამართალდამცველებზე იერიში ქვებით მიიტანეს, პოლიციელებმა კი დემონსტრანტების შესაჩერებლად საკვამლე ყუმბარები გამოიყენეს. გავრცელებული ცნობით, შეტაკების შედეგად ერთი სამართალდამცველი დაშავდა.

დღის ამბები