08 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
აფეთქების საფრთხე - ლოს ანჯელესის აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

აფეთქების საფრთხის გამო კომპანია Amerikan eagl-ის თვითმფრინავი ლოს ანჯელესის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ უცნობმა პირმა განაცხადა, რომელმაც აეროპორტში დარეკა.

ეკიპაჟმა ავარიული დაშვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შემოწმების შედეგად სამართალდამცველებმა ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს.

ლაინერი ჰიუსტონიდან მიფრინავდა, სადაც ანალოგიური ინციდენტი რამდენიმე საათით ადრეც მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის საფრთხის გამო, პოლიციამ Delta-ს თვითმფრინავი შეამოწმა, თუმცა განგაში იმ შემთხვევაშიც ცრუ აღმოჩნდა.

დღის ამბები