08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
გავრცელებული ინფორმაციით, ნადია სავჩენკო რუს სამხედროებში გაცვალეს

ნადია სავჩენკო სამშობლოში ბრუნდება. უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც უკრაინელი მფრინავი იმყოფება, ბორისპოლის აეროპორტში უახლოესი წუთების განმავლობაში უნდა დაეშვას.

ნადია სავჩენკო უკრაინაში გასამართლებულ რუს სამხედროებში, ალექსანდროვსა და ეროფეევში გაცვალეს. რუსი აგენტების შეწყალების დოკუმენტს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი დღეს მოაწერა.

რუსი აგენტები კიევიდან მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავით დააბრუნეს.

მსჯავრდებულების გაცვლის საბოლოო გადაწყვეტლება მხარეებმა ორი დღის წინ "ნორმანდიული ოთხეულის" ფარგლებში გამართული სატელეფონო საუბრის დროს მიიღეს.

სავჩენკოს გათავისუფლებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო. ის სავჩენკოს აეროპორტში დახვდება. 

დღის ამბები