08 ოქტომბერი 2024,   02:17
ვრცლად
"კარგი ახალი ამბავი, რომელსაც დიდხანს ველოდით" - სავჩენკოს გათავისუფლებას ევროპელი დიპლომატები ეხმაურებიან

ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას ევროპელი დიპლომატები მიესალმებიან. უკრაინელი მფრინავის სამშობლოში დაბრუნებას ისინი სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურებიან.

"ნადია სავჩენკო თავისუფალია და ის კვლავ უკრაინაშია. კარგი ახალი ამბავი, რომელსაც დიდხანს ველოდით. ევროკავშირი მის ქვეყანასთან ერთად ზეიმობს"- წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი.

ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას ეხმაურება ევროპარლამენტის პრეზიდენტიც. მარტინ შულცის თქმით, ისინი სავჩენკოს გათავისუფლებას დიდი ხანი ელოდნენ. "კარგი გზავნილი და ახალი ამბავი მისი ოჯახისთვის, მეგობრობისთვის და მთლიანად უკრაინისთვის,"- წერს შულცი.

"კეთილი იყოს შენი დაბრუნება თავისუფალ მსოფლიოში ნადია სავჩენკო. ეს შენი გამარჯვებაა, სიმამაცის გამარჯვება"- ეს კი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩუსის შეფასებაა.

ნადია სავჩენკოს დაბრუნებას უკრაინელებს ულოცავს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

"ნათელი დასტური იმისა, რომ საერთაშორისო გაერთიანების კოლექტიური მცდელობა შედეგიანია,"- წერს ედგარს რინკევიჩი.

ამავე თემაზე
დღის ამბები