08 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
2 წლიანი ტყვეობისა და ბრძოლის შემდეგ ნადია სავჩენკო თავისუფალია

2 წლიანი ტყვეობისა და ბრძოლის შემდეგ ნადია სავჩენკო პრეზიდენტის თვითმფრინავით კიევში დაეშვა. სავჩენკოს კიევის აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყეს. პირველი განცხადება სამშობლოში დაბრუნებულმა სავჩენკომ აეროპორტშივე გააკეთა და პირობა დადო, რომ უკრაინისთვის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამშობლოში დაბრუნებულ პილოტს პირადად პეტრო პოროშენკო დახვდა და ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ სტუმარი გმირობის ორდენით დააჯილდოვა.

ნადია სავჩენკოს კიევში დაბრუნებას მიესალმნენ მსოფლიო ლიდერები. სავჩენკოს რუს სამხედროებში გაცვლის საკითხი საბოლოოდ ორი დღის წინ ნორმანდიული ოთხეულის სატელეფონო საუბრის დროს გადაწყდა. ალექსანდრე ალექსანდროვი და ევგენი ეროფეევი, რომლებიც კიევში ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს და 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, პეტრო პოროშენკომ დღეს შეიწყალა.

რუსეთის ლიდერმა კი განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავის გათავისუფლების გადაწყვეტილება დონბასში დაღუპული რუსი ჟურნალისტების ოჯახის წევრთა თხოვნის საფუძველზე მიიღო.

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე, ირინა ჯორბენაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები