08 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
სავჩენკოს გათავისუფლება რუსეთის მხრიდან მინსკის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებაა- ჯონ კერი

უკრაინელი მფრინავის, ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ეხმაურება. ჯონ კერის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი გათავისუფლება რუსეთის მხრიდან მინსკის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებაა.

ჯონ კერი მოსკოვს შეახსენებს იმ პუნქტებს, რომელიც ამ დრომდე შეუსრულებელია, მათ შორის ცეცხლის სრულად შეწყვეტა, არჩევნების ჩატარება უკრაინის აღმოსავლეთში, რეგიონიდან უცხო ქვეყნის სამხედროების გაყვანა და უკრაინისთვის გარე საზღვრებზე სრული კონტროლის დაბრუნება.

პარალელურად, მოსკოვში უკვე ჩავიდა ორი რუსი სამხედრო, რომელიც უკრაინამ სავჩენკოში გაცვალა. მათ აეროპორტში ოჯახის წევრები დახვდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები