08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
იაპონიაში დიდი შვიდეულის სამიტი გაიხსნა

იაპონიაში დიდი შვიდეულის სამიტი გაიხსნა. ორდღიან შეხვედრაში შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, კანადისა და იაპონიის ლიდერებთან ერთად, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებიც მონაწილეობენ.

სამიტის მთავარი თემა მსოფლიო ეკონომიკური პრობლემებია, თუმცა ცნობილია, რომ ლიდერები მიგრანტების კრიზისსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხსაც განიხილავენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მინსკის შეთანხმების სრულად შესრულებამდე დარჩება ძალაში.

ყირიმის ანექსიისა და უკრაინის კრიზისის გამო, რუსეთი სამიტში უკვე მესამე წელია არ მონაწილეობს.

დღის ამბები