08 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა - 5 მიგრანტი დაიღუპა

ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ნავი იტალიელი მაშველების თვალწინ ჩაიძირა. სანაპირო დაცვამ ნავი კატასტროფამდე შენიშნა, მაგრამ სანამ მათი კატერი მიუახლოვდა, ნავი გადაბრუნდა.

5 მიგრანტი დაიღუპა, დანარჩენი 562 ლტოლვილი მაშველებმა გადაარჩინეს. ისინი ლიბიელები არიან და ხმელთაშუაზღვის გავლით იტალიაში გადასვლას გეგმავდნენ.

პარალელურად, ლიბიის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ანალოგიური გზით ევროპაში მოხვედრას დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებიც ცდილობენ. ამის შესახებ ინფორმაცია, მათ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა პირებმა მიაწოდეს.

დღის ამბები